15:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 12:04:40, 953 ნახვა

საზოგადოება
„30%-ით მეტ მგზავრს გავატარებთ“ - ვარკეთილისა და ახმეტელის თეატრის მეტროებში ახალი ტურნიკეტები მოეწყობა

გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, თბილისის მერი ვარკეთილისა და ახმეტელის თეატრის მეტროსადგურებში ახალი ტურნიკეტების დამონტაჟდებას გეგმავს. 

როგორც კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახმეტელის თეატრისა და ვარკეთილის მეტროსადგურებში 7 გასასვლელია, ხოლო ახალი ტურნიკეტების მოწყობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება 9 გასასვლელის მოწყობა, რაც 30%-ით მეტი მგზავრის გატარებას შეძლებს. 

"ვარკეთილისა და გლდანის მეტროების ჩასასვლელ-ამოსასვლელი პრობლემური საკითხია, რომელიც ვერ ატარებს მგზავრთა იმ ნაკადს, რომელიც, განსაკუთრებით, პიკის საათის დროს იყენებს მეტროს. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. განსაზღვრულია პრობლემები, თუ რა იწვევს ამ ყველაფერს და რა უნდა გაკეთდეს, როგორც მოკლევადიან პერსპექტივაში, ასევე გრძელვადიანში. მოკლევადიან პერსპეტივაში, რასაც ჩვენ ვუყურებთ, პრობლემა არის ე.წ. ტურნიკეტები, რომლებიც პიკის საათში მგზავრთა გაზრდილ ნაკადს ვერ ატარებენ. აზიის განვითარების ბანკთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოხდეს ახმეტელის მეტროს მეორე ჩასასვლელის პროექტის დაფინანსება და მისი განხორციელება. ამას, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო დასჭირდება.

თუმცა, მანამდე, მოკლევადიან პროცესში რაც გასაკეთებელია, ეს არის ე.წ. ტურნიკეტების, თანამედროვე ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტის პროექტის განხორციელება, ახალი ტურნიკეტების დამონტაჟება. ახმეტელის თეატრისა და ვარკეთილის მეტროსადგურებში 7 გასასვლელი გვაქვს. ხოლო ახალი ტურნიკეტების მოწყობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება 9 გასასვლელის მოწყობა. ეს იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ 30%-ით მეტი მგზავრი გავატაროთ. თუ დღეის მდგომარეობით თითოეულ სადგურს საათში 6 300 მგზავრის გატარება შეუძლია, ახალი ტურნიკეტების მოწყობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება 8 100 მგზავრზე მეტის გატარება. ამ პროექტის განხორციელებას დაახლოებით 5-6 თვე დასჭირდება. მინდა, შესაბამის სამსახურებს დავავალო, რომ ამ პრობლემის მოგვარება რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ",- ამბობს კალაძე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics