15:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 12:01:37, 695 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია რამდენიმე მეტროსადგურში შშმ პირთა ადაპტაციის პროექტს განახორციელებს

საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, მეტროს სისტემაში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც,  შშმ პირებისთვის შერჩეული სადგურების სრული მექანიზაცია-აღჭურვა იგეგმება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კვლევის ფარგლებში, მეტროსადგურებში გარკვეული რეფორმები უკვე განხორციელდა.

„ქალაქების განვითარების ინიციატივა აზიისთვის“ (CDIA) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ჩართულობით, ჩავატარეთ წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ინვესტიციების გაგრძელება თბილისის მეტროს სისტემაში. პირველ რიგში, ჩვენ უსაფრთხოების მიმართულება მოვაწესრიგეთ. დაახლოებით, 450 კმ ძალოვანი კაბელები მთლიანად განახლდა, შეიცვალა. ასევე, მოწესრიგდა მეტროს გამნიავებელი სისტემები - ახალი აგრეგატები დაყენდა, თუმცა, რეფორმა უნდა გაგრძელდეს, რადგან მეტროს განახლება ბევრი მიმართულებით სჭირდება. პროექტის ძირითადი მიზანია, ინტეგრირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის მიმზიდველობის ზრდა, მათ შორის, ეს გულისხმობს მეტროპოლიტენის გარკვეული სადგურების ადაპტაციას შშმ პირთა მოთხოვნილებებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი ასევე, ითვალისწინებს ისახავს მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 11 მეტროსადგურის გარშემო.

„პროექტის ფარგლებში, დაიწყება სამუშაოები მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის დასასრულებლად. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ჩვენ ამას მომზადებული უნდა შევხვდეთ. ასევე, პროექტი მიზნად ისახავს მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 11 მეტროსადგურის გარშემო, ასევე, შერჩეული სადგურების სრულ მექანიზაცია-აღჭურვას შშმ პირებისთვის. პროექტის საერთო ღირებულება 25 მილიონ აშშ დოლარი იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთანავე, „თბილისის მეტროს სადგურების განახლების“ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რაც 11 მეტროსადგურისა და ბაქნების სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს.

დედაქალაქის მერის თქმით, ქართული კომპანიები აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობისგან თავს იკავებენ და ტენდერების გამოცხადება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით მოხდება.

„პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან ერთად (EBRD) პროექტზე - „თბილისის მეტროს სადგურების განახლება“, რომელიც მიზნად ისახავს 11 სადგურისა და ბაქნების სრულ რეაბილიტაციას, მათ შორის, ესკალატორების განახლებას თანამედროვე მოდელებით. მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის ჩვენ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გვაქვს გარკვეული პრობლემები. ქართული კომპანიები ამ სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შემდეგ. შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით, ტენდერები გამოცხადდება 11 მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე. უცხოურ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, მასში მონაწილეობა მიიღონ. აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 44 მილიონ ევროს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მეტროს რეფორმის შემადგენელ ამ და სხვა პროექტთან დაკავშირებით, დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან აქტიური მუშაობა გრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics