15:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 13:32:13, 675 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რატომ არ შეუშვეს უცხოელი ექიმები მიხეილ სააკაშვილთან

ჯანდაცვის სამინისტრო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების არშეშვების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ  პროფესიული განვითარების საბჭომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ვინაიდან ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელის სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი. 

"სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს  ცენტრმა ,,ემპათიამ“, 2022 წლის  6 ივნისს,  მიმართა უცხო ქვეყნის სპეციალისტებისთვის  - ერიკ გოლდსმიტის, ონდერ ოზქალიფჩის, შახინ ემანუილ ლახანის, ჯეიმს კობისა და  სტიუარტ ი. ფინკელისათვის,  საქართველოში, დროებით, 6 თვით,  საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების თხოვნით.  

აღნიშნულთან დაკავშირებით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ პროფესიული განვითარების საბჭოს ფორმატში იმსჯელა. სხდომის გადაწყვეტილებით, ცენტრ "ემპათიას"მიერ მოწვეულ უცხო ქვეყნის სპეციალისტებს - ერიკ გოლდსმიტს  სპეციალობაში "ფსიქიატრია", ონდერ ოზქალიფჩს, სპეციალობაში "სასამართლო მედიცინა" და შახინ ემანუილ ლახანს, სპეციალობაში "ნევროლოგია", 6 თვის ვადით, მიენიჭათ საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება.

რაც შეეხება ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელის დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების საკითხს, ვინაიდან მათი სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი, პროფესიული განვითარების საბჭომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

2022 წლის 3 ოქტომბერს ცენტრ "ემპათიამ" ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელის საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტები წარადგინა. შესაბამისად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს  გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხი განხილული იქნება პროფესიული განვითარების საბჭოს პირველივე სხდომაზე. 
დამატებით, საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო არ მსჯელობს  პაციენტის ნახვის უფლების გაცემის საკითხზე. სააგენტო, პროფესიული განვითარების საბჭოს ფორმატში, საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების საკითხს განიხილავს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics