|
2022-10-04 12:16:03, 1780 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, რეგიონში სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები განახლდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, რეგიონში სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები განახლდა. მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, არჩილ ბერიძესთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, სოფელ წყაროთის, ჭალას, ახალდაბის, ცეკვას, ცხემლისისა და ჭვანის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივებს მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მიეწოდათ ინფორმაცია, მთავრობის წევრები ასევე გაეცნენ სოფლად მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებებს. ინიციატივის ფარგლებში, დღემდე მოსახლეობის მიერ დასახელებული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდა. შეხვედრების მიზანს სწორედ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივ მსჯელობას წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)