14:33 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 11:48:53, 1262 ნახვა

პოლიტიკა
„ოცნებიდან“ წასული დეპუტატები ამიერიდან საზოგადოებას ანტიდასავლურ გზავნილებს „პოსტ TV“-ის დახმარებით მიაწვდიან

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები, რომლებიც ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევიან და ამერიკელ პარტნიორებს ღიად ესხმიან თავს, ამიერიდან საზოგადოებას გზავნილებს ტელეკომპანია „პოსტ TV“-ის დახმარებით მიაწვდიან. 

როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, მოძრაობა „ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი უერთდება, რომელთაგან ერთ-ერთი ვიქტორ ჯაფარიძეა. მისივე თქმით,  ჯაფარიძემ შეიძინა „პოსტ TV“ წილის 52%, რაც მათ დაეხამრებათ, რომ "სათქმელი საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მიიტანონ".

.."მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, სიახლის შესახებ, რომელზეც მინიშნებით გასული კვირების მანძილზე აქტიურად ვსაუბრობდით. ჩვენი მოძრაობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა „პოსტ TV“ წილის 52 პროცენტი. ეს გარემოება ხელს შეგვიწყობს სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ.

დღევანდელ ურთულეს გარემოში საქართველოს წარმატებით უზრუნველყოფისა და ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გზად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა გვესახება. გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში წინ ვეღარაფერი აღუდგება",- განაცხადა სოზარმა. 

გარდა ვიქტორ ჯაფარიძისა, მოძრაობას ასევე შეუერთდნენ  ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics