|
2022-10-04 11:57:12, 2287 ნახვა
სამხედრო
საარტილერიო ბატალიონმა ორფოლოში დასკვნითი საველე სწავლება ჩაატარა
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონმა ორფოლოს სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საარტილერიო ქვედანაყოფმა დასკვნითი საველე სწავლება ბატალიონის დონის შემაჯამებელი საბრძოლო სროლებით, შეტევით და თავდაცვითი ოპერაციებით განახორციელა. სწავლება 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 3 ფაზისგან შედგებოდა. პირველი ფაზა საველე პირობებში სწავლების დაგეგმარებას მოიცავდა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა აღსრულებასა და შეფასებას დაეთმო. საველე სწავლების ფარგლებში დაიხვეწა როგორც სამხედროების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ასევე ბატალიონის შტაბისა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების კოორდინირებული მუშაობა. დასავლეთ სარდლობის დამკვირვებელთა ჯგუფის მიერ სწავლება დადებითად შეფასდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)