|
2022-10-03 10:53:33, 1789 ნახვა
რეგიონი
კასპში, სოფელ იგოეთის საბავშვო ბაღს „ქალები სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ და აღსაზრდელებს სათამაშოები გადასცეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის საბავშვო ბაღს ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ და აღსაზრდელებს სათამაშოები გადასცეს. კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მადლობა გადაუხადა „ქალთა სახლების“- კოორდინატორს ეკა ჩახნაშვილს და ასევე, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. "იგოეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა ცოტა ხნის წინ დავასრულეთ. მიუხედავად ყველა არსებული პირობისა და კომფორტისა, ბავშვებისთვის სათამაშოები მართლაც დროული და საჭირო საჩუქარია.“ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა. როგორც ეკა ჩახნაშვილმა აღნიშნა, ორგანიზაცია 2017 წლიდან დღემდე უცხოელი დონორების დახმარებით საქართველოს მასშტაბით ჰუმანიტარულ დახმარებას ეწევა. ამასთან ერთად, ყოველ წელს პროექტის „სამარიტელთა ქისა„ -ს ფარგლებში ბავშვებს ასაკის მიხედვით ასაჩუქრებს საბავშვო სასაჩუქრე ყუთებით. აღინიშნა ისიც, რომ იგოეთის საბავშვო ბაღთან ურთიერთობას მომავალშიც გააგრძელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)