|
2022-10-03 10:53:26, 880 ნახვა
საზოგადოება
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სახელით, საზეიმო მიღება გაიმართა. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას კახა კალაძემ სიტყვით მიმართა და დედაქალაქის მთავარი დღესასწაული - „თბილისობა 2022“ მიულოცა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, დამსწრე საზოგადოებას, ასევე, სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი წარმატებული ადამიანები გვყავს. ადამიანები, რომელებიც ყოველდღიურად ემსახურებოდნენ და ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თბილისობას, რომელიც არ არის მხოლოდ ქალაქის დღე. ეს დღესასწაულია, სადაც ყველაზე კარგადაა გამოხატული თბილისის ხასიათი - მრავალფეროვნება, სიჭრელე და მიზანდასახულობა, იყოს მუდამ გამორჩეული, განვითარებული ქალაქი. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის როლი. მნიშვნელოვანია ის, რომ ქალაქის აღმშენებლობა განვაგრძოთ. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, ხელი შეგვიშალოს ამ უდიდესი კულტურის მქონე ქალაქის განვითარებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. საზეიმო მიღებაზე დედაქალაქის მერმა, ასევე, თბილისის 2022 წლის 20 საპატიო მოქალაქე დააჯილდოვა და მათ ქალაქის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა, „თბილისობა 2022“-თან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, მედიის წარმომადგენლები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები, ხელოვანები, სპორტსმენები, მეცნიერები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)