|
2022-10-02 11:49:20, 1742 ნახვა
რეგიონი
ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“ მოიპოვა
World Travel Awards- ის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა. აჭარის მთავრობის ცნობით, კუნძულ მალიორკაზე, ბათუმი ასევე ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის „World Travel Awards"-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელი ქალაქი. „აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის „ოსკარის“ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმმა ისეთ მნიშვნელოვან კონკურენტებზე მოიპოვა გამარჯვება, როგორებიცაა მატერა (იტალია), დერი (ჩრდილოეთ ირლანდია), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), სოფია (ბულგარეთი), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვენია), ბრატისლავა (სლოვაკეთი), ბრასოვი და სიბიუ (რუმინეთი)“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)