15:15 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-01 10:53:59, 1126 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები

საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები, იმდენად დიდი მასშტაბის მოვლენა ხდება მსოფლიოში, სადაც მეც მიცნობენ და იცნობენ ჩემს ბრძოლას რუსეთთან,-  ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ საააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახლა ფრონტის წინა ხაზზე უნდა იდგეს ჯავშანჟილეტით და ავტომატით.

„ტყვეობის 365 დღე

ეს არის ასევე ქართველების სამამულო ომი,სადაც წყდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი.

მინდა დავსვა კითხვა-როგორ არის შესაძლებელი, რომ თანამედროვე არმიის შემქმნელი ამ დიდ ბრძოლას თვალს ვადევნებ ციხიდან?

სხვა თუ არაფერი, ახლა ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიდგე ჯავშანჟილეტით და ავტომატით. ვალდებული ვარ, როგორც უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირთა წრის წარმომადგენელი და როგორც უკრაინის რიგითი მოქალაქე, როგორც საქართველოს პატრიოტი, ვიყო იქ, სადაც წყდება უკრაინის და საქართველოს ბედი.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!… ამას ვამბობ, როგორც მთავარსარდალი, რომელმაც პირველად ვიწვნიე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმა და გადავარჩინე მაშინ თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყანა.

საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები, იმდენად დიდი მასშტაბის მოვლენა ხდება მსოფლიოში, სადაც მეც მიცნობენ და იცნობენ ჩემს ბრძოლას რუსეთთან.

თავისუფლება, ან სიკვდილი!“,- წერს სააკაშვილი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics