2022-09-30 22:47:20, 1505 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენი პუტინს - აშშ NATO-ს ტერიტორიის თითოეულ ინჩს დაიცავს
აშშ დაიცავს NATO-ს ტერიტორიის თითოეულ ინჩს. - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პუტინის მისამართით განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს უკრაინის თავდაცვისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას.
" ამერიკა და მისი მოკავშირეები ხაზგასმით მინდა აღვნიშნო არ შეშინდებიან, აშშ არასოდეს აპირებს უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარებას და გულწრფელად რომ ვთქვათ, მსოფლიო არც აღიარებს, პუტინს არ შეუძლია წაართვას თავის მეზობელს ტერიტორია და გაუმკლავდეს მას, ასე მარტივად, ამიტომ ამერიკა სრულად არის მზად ნატოს მოკავშირეებთან ერთად, დაიცვას ნატოს ტერიტორიის თითოეული ინჩი". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა .
ავტორი: ექსპრესნიუსი,