|
2022-09-30 14:25:59, 885 ნახვა
საზოგადოება
3-18 ოქტომბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 18 ლოკაციაზე მოემსახურება
3-18 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 18 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. აღნიშნულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ. ლანჩხუთი - 03.10.2022 - ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით - 10:00-17:00 გურჯაანი - 03.10.2022 - თამარ მეფის ქ. #9 (კურორტ ახტალის შესასვლელთან) - 10:00-17:00 ლენტეხი - 04.10.2022 - თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ - 10:00-17:00 ყვარელი - 04.10.2022 - კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან - 10:00-17:00 ხონი - 05.10.2022 - გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00 დუშეთი - 06.10.2022 - რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი - 10:00-17:00 ვანი - 06.10.2022 - გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00 ბაღდათი - 07.10.2022 - წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ - 10:00-17:00 ამბროლაური - 10.10.2022 - კოსტავას ქ. 20 - 10:00-17:00 ასპინძა - 10.10.2022 - მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00 მარტვილი - 11.10.2022 - თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ - 10:00-17:00 ცაგერი - 12.10.2022 - რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ - 10:00-17:00 ონი - 13.10.2022 - აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ - 10:00-17:00 საჩხერე - 17.10.2022 - თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00 ტყიბული - 18.10.2022 - კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00 ამბროლაური - 24.10.2022 - კოსტავას ქ. 20 - 10:00-17:00 ყაზბეგი - 27.10.2022 - გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00 კასპი - 28.10.222 - სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან - 10:00-17:00
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)