18:58 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 13:04:49, 1696 ნახვა

ომი უკრაინაში
„სისხლისმსმელი ნაძირლები და ტერორისტები“ - ზელენსკი ოკუპანტების მიერ ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვაზე

სისხლისმსმელი ნაძირლები და სრული ტერორისტები! ,- ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვას.

"ტერორისტული სახელმწიფო რაკეტებს ისვრის მშვიდობიანი მოსახლეობისკენ - ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, დნეპროპეტროვსკის რაიონებში. ის ურტყამს უკრაინის რეგიონებს მრავალი სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავებიდან", - ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ოკუპანტებმა დილით ზაპოროჟიეს რეგიონის მიმართულებით 16 რაკეტა გაისროლეს.

"ასეთი მოქცევა მხოლოდ სრულ ტერორისტებს შეუძლიათ, რომლებსაც ცივილიზებულ სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეთ. მტერი მძვინვარებს და ცდილობს შური იძიოს ჩვენს დაუმარცხებლობაზე და მის წარუმატებლობაზე. ცინიკურად ანადგურებს მშვიდობიან უკრაინელებს, რადგან დიდი ხანია დაკარგა ყველაფერი ადამიანური. სისხლისმსმელი ნაძირლები და სრული ტერორისტები! ჩვენ ამას ვუპასუხებთ რათქმა უნდა. უკრაინელების ყოველ დანგრეულ ცხოვრებაზე“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს მიდამოებში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics