|
2022-09-30 10:55:17, 826 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის ინვესტიციით მესტიაში სასტუმრო ლილეო ინნ გაიხსნა
ბაზისბანკმა, სასტუმრო ინდუსტრიის განვითრების პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, მესტიაში ახალი, 22 ნომრიანი სასტუმროს - ლილეო ინნ-ის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა. პროექტის ჯამური ღირებულება 1.2 მილიონი ლარია, აქედან ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და პირველ სტუმრებს მიმდინარე წლის ზაფხულში უმასპინძლა. სასტუმრო გათვლილია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებზე. სასტუმროში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. ლილეო ინნ მესტიის ისტორიულ ნაწილში, ტურისტულად საინტერესო და მიმზიდველ ადგილას მდებარეობს. იგი დამსვენებლებს კომფორტულ და მყუდრო გარემოს, სვანური ეთნო კერძების დაგემოვნებასა და მესტიის გაცნობით ტურებს სთავაზობს. სასტუმროდან იშლება ულამაზესი ხედები თეთნულდზე და ისტორიულ სვანურ კოშკებზე, რომლებიც შებინდებისას განსაკუთრებულ ელფერს იძენენ. „ბაზისბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში და, კერძოდ, სვანეთის რეგიონში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი წინაპირობაა. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ კიდევ ერთი წარმატებული ქართული პროექტის თანამონაწილეები ვართ.“ - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)