|
2022-09-29 14:45:01, 789 ნახვა
საზოგადოება
ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის სრულფასოვან კონფერენციაზე საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს
ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) სრულუფლებიან კონფერენციაზე (PP22), რომელიც რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში მიმდინარეობს, საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს. კონფერენციაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, რომელთაც გავლენა ექნებათ მსოფლიოში ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს სრულყოფასა და განვითარებაზე. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ გამოსვლაში ისაუბრა ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების მიმართულებით ბოლო წლებში საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე პროქტებსა და პროგრამებზე, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) სტრატეგიული მიზნების მიღწევაში, როგორიც არის უნივერსალური კავშირი, მდგრადი ციფრული ტრანსფორმაცია და სხვ. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქვეყნის მთავრობა მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს დე-ფაქტო იურისდიქცია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში უკანონო ქმედებების გამო, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს. ეკა ყუბუსიძემ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მტკიცედ დაუჭირონ მხარი სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპებს. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) სრულუფლებიანი კონფერენცია (PP22) ITU-ს მთავარი ღონისძიებაა. ის ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. მასზე ITU-ს წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებებს იღებენ ორგანიზაციის სამომავლო ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. კონფერენციაზე განისაზღვრება ITU-ს ზოგადი პოლიტიკა; მიიღება ოთხწლიანი სტრატეგიული და ფინანსური გეგმები; იმართება ITU-ს გენერალური მდივნის, მისი მოადგილის, ITU-ს ბიუროების დირექტორების, ITU-ს საბჭოს და რადიორეგულაციის საბჭოს არჩევნები.
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)