17:26 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 13:24:56, 834 ნახვა

პოლიტიკა
ნედ პრაისი - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - რუსეთმა პასუხი უნდა აგოს

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ასე ეხმიანება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტსს აფხაზეთში. 

ნედ პრაისის თქმით, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებით, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე. 

"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთმა უნდა აგოს პასუხი. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებით, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე და გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება",- აცხადებს ნედ პრაისი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მისი თქმით, "მეგობრებთან ურთიერთობის განმტკიცება უმნიშვნელოვანესი პროცესია და აფზახეთი არ უნდა იყოს მიტოვებული", .

გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics