19:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 10:10:27, 1612 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა ვერ და არ შეეგუება რუსეთის მიერ ჩვენი მიწის რომელიმე ნაწილის წართმევის მცდელობებს

უკრაინა ვერ და არ შეეგუება რუსეთის მიერ ჩვენი მიწის რომელიმე ნაწილის წართმევის მცდელობებს,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა პარტნიორებთან მოქმედებების კოორდინაცია რუსეთის მიერ ორგანიზებული ყალბი რეფერენდუმებისა და მასთან დაკავშირებული ყველა საფრთხის საპასუხოდ, „რადგან ეს არ არის 2014 წელი, ყველას ყველაფერი ესმის და ისინი აუცილებლად იმოქმედებენ“.

„დღეს კი, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო აშშ-ს და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერის ახალი პაკეტისთვის ერთ მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობით. ეს მართლაც მნიშვნელოვანია. რუსეთში ვინმე თუ თვლის, რომ შეუძლია „გაათავისუფლოს“ ყველაფერი, რასაც აკეთებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთში ვინმე თუ იმედოვნებს, რომ მსოფლიო უღალატებს საკუთარ ღირებულებებს, შეშინებულია სხვა რუსული განცხადებებით ანექსიის შესახებ, მაშინ ისინი, რუსეთში, ცდებიან. ოკუპანტის მხრიდან ესკალაციის ყოველი შემდგომი ნაბიჯი მხოლოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მსოფლიომ კიდევ უფრო მკაცრად უნდა იმოქმედოს. რაც შეეხება ფრონტზე არსებულ მდგომარეობას, ჩვენთვის ყველაფერი ნათელია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათთვის, ვისაც მხოლოდ რუსული ესმის მათთვის – სიცოცხლე თუ გინდათ, გაიქეცით. თუ გინდათ იცოცხლოთ, დანებდით. თუ გინდა იცოცხლოთ, იბრძოლეთ ქუჩებში თავისუფლებისთვის. ყველაფერი მაინც წაგართვეს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ ჩატარებულ ფსევდორეფერენდუმებთან დაკავშირებით გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშეს ესაუბრა და უთხრა, რომ გაერო-ს წესდების დარღვევა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics