|
2022-09-28 14:55:40, 1527 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს
ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის, ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბათუმი აილენდის პროექტის სამშენებლო სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო. „ამბასადორი ჯგუფი" 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს. კუნძულის ნაპირსამაგრი სამუშაოების შედეგად უკვე შექმნილია 2 ჰა ტერიტორია ზღვაში. დასრულდა ზღვის ფსკერის გეოლოგიური და ბათიმეტრიული კვლევები. საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობდა საფრანგეთსა და თურქეთში. მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს წყლის მოდინებაზე დაკვირვება. „ამბასადორი ჯგუფი" პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება. კუნძულზე იგეგმება მაღალი კლასის სასტუმროების, აპარტამენტების, გასართობ-გამაჯანსაღებელი სივრცეების, ვილების, საგანმანათლებლო დაწესებულების და იახტკლუბის განთავსება. კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ბათუმის მერმა, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა დაათვალიერეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)