|
2022-09-28 11:24:02, 1241 ნახვა
საზოგადოება
„თბილისობის“ დღესასწაული ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველად იმართება
„თბილისობის“ დღესასწაული, ორწლიანი პაუზის შემდეგ, პირველ და 2 ოქტომბერს გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „თბილისობის“ ღონისძიებები რიყის პარკში და ლეღვთახევში, ასევე, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედანზე აღინიშნება. „პანდემიის გამო, ვერ მოვახერხეთ „თბილისობის“ ჩატარება. რთული პერიოდი გამოვიარეთ, თუმცა, წელს გვაქვს შეასაძლებლობა, გარკვეული ღონისძიებები ჩავატაროთ. იქნება ინსტალაციები, გამოფენები, კონცერტები, სამეწარმეო და გასტრონომიული ბაზრობები, სპორტული და საბავშვო აქტივობები“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, გალაკონცერტი ევროპის მოედანზე პირველ ოქტომბერს, 19:30 საათზე გაიმართება. „გელოდებით ყველას, მობრძანდით, ერთად აღვნიშნოთ „თბილისობა“. რაც შეეხება საპატიო თბილისელების დაჯილდოებას, ღონისძიება გაიმართება 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში. „თბილისობის“ სრული პროგრამა განთავსებულია მერიის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მთავარი დღესასწაული - „თბილისობა 2022“ მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება.
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)