|
2022-09-28 10:31:19, 738 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022 მესამედ გაიმართება
ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022, “საქართველოს ბანკისა” და DataArt Georgia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, უკვე მესამედ, ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022, საქართველოს ბანკისა და DataArt Georgia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართება. ღონისძიება ორ დღიანი იქნება და ის 1-2 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება. მათივე ცნობით, კონფერენციაზე მოწვეული იქნებიან მსოფლიო დონის DevOps პროფესიონალები, რომლებიც სემინარს გაუძღვებიან. კონფერენციის ძირითადი თემებია: მიკროსერვისები, პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატური დანერგვის პროცესების გამართვა, მონიტორინგი და ანალიტიკა, ღრუბლოვანი და ლოკალური ინფრასტრუქტურის მართვა, DevOps დიდი მონაცემების სისტემებისთვის, QA Automation და სხვა აქტუალური ტექნოლოგიური საკითხები. 2022 წლის კონფერენციის ძირითადი მოტივაცია უკრაინელი ხალხის და IT სფეროს პროფესიონალების მხარდაჭერაა. DevOps Con Tbilisi 2022-ზე დასწრება თავისუფალია. ამისათვის კი მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმის შევსებაა საჭირო: https://devopscontbilisi.eu/#register „DevOps Con Tbilisi 2022 აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს, არქიტექტორებს, ტესტერებს, სისტემურ და ქსელის ადმინისტრატორებს. ასევე, ინფრასტუქტურის მმართველებს, სისტემურ ინტეგრატორებს, კიბერ-უსაფრთხოების ოფიცრებს და ზოგადად, ტექნოლოგიური სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებიც პროგრამულ პროდუქტებს ქმნიან, ნერგავენ და უზრუნველყოფენ შესაბამისი ინფრასრუქტურის მდგრადობას. კონფერენცია არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, IT სფეროს სფეციალისტებმა ისაუბრონ და სტუმრებს გაუზიარონ საკუთარი პრაქტიკული თუ თეორიული გამოცდილება - DevOps, IaC თუ SecOps მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მსგავს საინტერესო ღონისძიებებს “, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ DevOps-ის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვაჟა ფირცხალაიშვილმა. ინფორმაციისთვის, კონფერენცია ინგლისურ ენაზე ჩატარდება.
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)