18:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 16:26:16, 702 ნახვა

საზოგადოება
სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავთან დაკავშირებით კასპში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავთან დაკავშირებით კასპში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ომის ვეტერანები, საქართველოს ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის ყოფილი მებრძოლები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები და პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.

1993 წლის 27 სექტემბერი  არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე. კასპის ბატალიონმა ომში 15  მებრძოლი დაკარგა, მათ შორის  8 კასპელი იყო.

ომის შედეგად საქართველომ მიიღო 300 000 დევნილი, 10 000  მეტი გარდაცვლილი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გასწორებული ქართული სოფლები.

სამარადისო დიდება სამშობლოსთვის შეწირულ გმირებს.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics