|
2022-09-27 16:23:42, 1584 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო
სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო და აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ფრიდონ მახარაძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ომარ ტაკიძემ, ფრიდონ მახარაძის ოჯახს თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ერთიანობისთვის გმირის თავდადება სამაგალითოა. ფრიდონ მახარაძე 1974 წლის 25 თებერვალს, შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში დაიბადა. 1993 წლის 27 სექტემბრიდან, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. ფრიდონ მახარაძის სახელის უკვდავსაყოფად, შუახევის მუნიციპალიტეტის მახალაკიძეების საჯარო სკოლა, ქართველი ჯარისკაცის სახელს ატარებს. სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, შუახევის მუნიციპალიტეტში არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)