|
2022-09-26 15:16:29, 1559 ნახვა
რეგიონი
სოფელ ტომაშეთში სკვერს, მეცნიერ ტარიელ ფუტკარაძის სახელი მიენიჭა
შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, სოფელ ტომაშეთში მდებარე სკვერს, პროფესორ, ტარიელ ფუტკარაძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი, ფრიდონ ფუტკარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოება ესწრებოდა. ჩვენი კუთხის შვილი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, უამრავი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და პუბლიცისტური წერილების ავტორი იყო. იგი ასევე, გახლდათ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ღირებულებების ქართული ენის, კულტურის, ტრადიციების დიდი ქომაგი. ტარიელ ფუტკარაძე საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი იყო, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენის თანამონაწილე. პროფესორს, დიდი წვლილი მიუძღოდა მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო სფეროს ხელშეწყობაზე, მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში, სახალხო დღესასწაულებსა და ფესტივალებში. მისი ინიციატივით დაარსდა დღესასწაული ,,კუნტიჯვრობა“. პროფესორის გარდაცვალების შემდეგ მშობლიურ შუბნის სკოლას მიენიჭა ტარიელ ფუტკარაძის სახელი. მერიამ, წარჩინებულ სტუდენტებზე დააწესა ,,ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია". მინიჭებული აქვს ,,საპატიო შუახეველის“ და ,,მარეთელის“ წოდება. ტარიელ ფუტკარაძე, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალულია თბილისში, მახათას მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)