20:52 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-24 10:03:14, 1430 ნახვა

ომი უკრაინაში
მიშელი - რუსეთს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი უნდა შეუჩერდეს

რუსეთს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი უნდა შეუჩერდეს. - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეფორმა საჭირო და გადაუდებელია.

„როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი არაპროვოცირებულსა და გაუმართლებელ ომს იწყებს, ომს, რომელსაც გენერალური ასამბლეა გმობს, ასეთი წევრის საბჭოში წევრობის შეჩერება, ჩემი აზრით, ავტომატური უნდა იყოს”. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics