|
2022-09-23 14:12:21, 1612 ნახვა
რეგიონი
ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია - „Geoanesthesia-2022”
ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია - „Geoanesthesia-2022”. ბათუმში, სასტუმრო ,,რედისონში“ ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია - „Geoanesthesia-2022” გაიხსნა. კონფერენცია აერთიანებს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებს, ტოქსიკოლოგებსა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებს. გახსნის ცერემონიალს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მედიცინის, განათლების და მეცნიერების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა მინისტრის პირველმა მოადილემ, მარი ზანაქიძემ. გარდა ქართველი მომხსენებლებისა, კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ სპიკერები გერმანიიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, სომხეთიდან, საფრანგეთიდან, და ა.შ. ტარდება ვორკშოპები რეგიონალურ ანესთეზიასა და მძიმე სასუნთქი გზების მენეჯმენტში (რეგიონული ასოციაციის (გერმანია, ბერლინი) სერტიფიკატის გაცემის უფლებით). ასევე, ცალკე სექციაა გამოყოფილი ექთნებისათვის. კონფერენციას აქვს პერმანენტული სახე და ტარდება საქართველოს ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა კავშირის, აჭარის მთავრობის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს გადაუდებელი მედიცინისა და კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციების მხარდაჭერით. კონფერენცია ორ დღინაია და ოფიციალურად ხვალ დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)