|
2022-09-22 10:57:22, 1170 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის რიგით მესამე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის რიგით მესამე, ყოველწლიურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი დონის შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრი თანათავმჯდომარის სტატუსით წარსდგა და სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აზარაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში სახელმწიფო დაფინანსება მოსახლეობის დაახლოებით 95%-ს ფარავს. „გარდა საყოველთაო ჯანდაცვისა, სახელმწიფოს აქვს სხვა „ვერტიკალური პროგრამები“, რომელთა მიზანია უზრუნველყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა პრევენციულ სერვისებზე, იმუნიზაციაზე, დაავადების ადრეულ გამოვლენასა და სკრინინგზე. პროგრამები მოიცავს შეუზღუდავ ფინანსურ ხელმისაწვდომობას ტუბერკულოზის, HIV და C ჰეპატიტის სერვისებზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს ჯანდაცვის ახალ სტრატეგიაზეც ისაუბრა, რომელიც 2022 წლის მაისში დამტკიცდა. მისი განმარტებით, დოკუმენტი, მოიცავს ამბიციურ, მაგრამ რეალისტურ მიზნებს ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად, ასევე ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე, უსაფრთხო და ეფექტურ წამლებსა და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. „წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობამ წამოიწყო რეფორმები, რათა შეიქმნას პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის მოდელი. მიმდინარე ცვლილებები ეხება პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას, საავადმყოფოებში დაფინანსების ახალი მექანიზმების დანერგვას, არაგადამდები დაავადებებისა და კიბოს სამართავად, აუცილებელი მედიკამენტების, ფასების რეგულირებას. საქართველოს მთავრობა, აპირებს კიდევ უფრო გააუმჯობესოს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, გახადოს პაკეტები უფრო ყოვლისმომცველი და პაციენტზე მორგებული“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ნიუ-იორკში გამართულ საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის რიგით მესამე, ყოველწლიურ მინისტერიალს ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ენუქიძე და მედიცინის პროფესორი, ეპიდემიოლოგი აკაკი აბუთიძე ესწრებოდნენ. ღონისძიების მიზანი, მსოფლიო მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)