20:22 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 10:56:53, 1101 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხები განიხილეს

სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხები განიხილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს, ალექსანდრე დარასთან და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორ კატარინა ბიორლინ ჰანსენთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

ევროკავშირისა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად,  მიმდინარეობს მუშაობა სახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტის მოწყობის მიმართულებით.  აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სახიფათო ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას და  სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.

მინისტრის მოადგილემ საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და ახალი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, რომელშიც ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის არსებულ ცხრა მიზანს ოთხი ახალი სტრატეგიული მიზანი, მათ შორის, სახიფათო ნარჩენების მართვის გაუმჯობესება დაემატა.

„სახიფათო ნარჩენების მართვა ნარჩენების მართვის ახალი ეროვნული  გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სახიფათო ნარჩენების მართვის პროცესში აუცილებელია ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის არსებობა. ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა და სამინისტროების აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ სახიფათო ნარჩენების მართვა მდგრადი გარემოს უზრუნველყოფის  მთავარი წინაპირობაა. 

შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics