20:22 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 12:51:29, 991 ნახვა

საზოგადოება
ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია სრულდება

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, აღნიშნული მისამართზე, სხვადასხვა მონაკვეთში ასფალტის საფარი იგება.

„ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ასფალტის საფარის ზედა ფენა იგება. პარალელურად, ასფალტის ქვედა ფენები ავლაბრის მოედანზე და თელავის ქუჩის შესახვევიდან, ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე იგება. შემდეგ ეტაპზე, აღნიშნულ სარეაბილიტაციო მონაკვეთში, საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანის სამუშაოები დაიწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, სახეშეცვლილი ავლაბრის მოედანი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი იქნება. 

„ავლაბრის მოედანი მთლიანად სახეშეცვლილი იქნება. ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი გახდება. პროექტის ფარგლებში,  ავლაბრის მოედანზე არსებული შადრევანი ავიღეთ და ეს სივრცე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოვიყენეთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, ავლაბრის მოედანზე გზაგამყოფი კუნძულები ეწყობა და  მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics