2022-09-20 20:09:27, 833 ნახვა
პოლიტიკა
შსს - სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი
დაკავებულია ერთი პირი გიდასტურებთ. - ამის შესახებ "მთავარი არხთან" პირდაპირ ეთერში განცხადება შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ქეთი კოვზიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სპეცოპერაცია არის დასრულებული, ყველა მძევალი არის თავისუფალი.
„დაკავებულია ერთი პირი გიდასტურებთ, სპეცოპერაცია არის დასრულებული, ყველა მძევალი არის თავისუფალი". - ნათქვამი განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავდასხმა მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,