2022-09-20 20:03:22, 838 ნახვა
პოლიტიკა
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია, ხოლო მძევლები თავისუფლები არიან.
ცოტა ხნის წინ, ადგილზე სროლის ხმა იყო.
საპატრულო პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიის ნაწილის გახსნა დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავდასხმა მოხდა.
ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,