00:28 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-20 12:29:46, 966 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ევროპის მოტაცება ვერ შედგა, ვერ შედგა პუტინიც, როგორც ზევსი, ახლა ის „ჩმორია“

ევროპის მოტაცება ვერ შედგა, ვერ შედგა პუტინიც, როგორც ზევსი, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ  სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი დამარცხდა და უკვე დროის საკითხია, რომ მომავალ წელს, ამ დროს, უკრაინა იქნება გაეროს მიერ აღიარებულ ფარგლებში.

"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ პრაქტიკულად სრულიად გასაგები გახდა, რომ ოპერაცია ევროპის მოტაცება ვერ შედგა, პუტინი დამარცხდა, რასაც ვულოცავ ჩემ თავს და მთელ საქართველოს პირველ რიგში, ჩემ შვილებს განსაკუთრებით და უკვე დროის საკითხია სავარაუდოდ, მე ასე მგონია, რომ მომავალ წელს, ამ დროს, უკრაინა იქნება გაეროს მიერ აღიარებულ ფარგლებში, ნუ ყირიმის გამოკლებით და სრულიად აღმაფრთოვანებელია ზელენსკის განცხადებები. 

ევროპის მოტაცება ვერ შედგა, ვერ შედგა პუტინიც, როგორც ზევსი. ბოლო ფოტო, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ისტორიული ფოტოა, როგორც ყირიმის კონფერენციის ფოტო იყო ცნობილი, პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ეს კაცი აღარ არსებობს იმ ძალმოსილებით, როგორითაც არსებობდა ათეული წლების განმავლობაში. პუტინი იყო ცუდი ბიჭი ხუთოსნებს შორის და იცით, რომ ხუთოსნებს შორის, ცუდი ბიჭები ყოველთვის უფრო ძლევამოსილად გამოიყურებიან, ახლა ის გადავიდა ცუდი ბიჭების ლიგაში და იქ უკვე ცუდი ბიჭი არ არის,იქ უკვე ჩმორია. ბოდიში ამ სიტყვისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის განსაკუთრებით და მათი მომავლისთვის", - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics