00:28 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-20 12:13:28, 1033 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - თუ ვინმე სუსტია უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის საზოგადოება და თუ ოპოზიციას პრობლემები აქვს - ესეც მათი ბრალია

თუ ვინმე სუსტია უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის საზოგადოება, რომლის ნაწილია ოპოზიციაც, - ასე ეხმიანება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს. 

როგორც გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ოპოზიციის ტერორიზება არის ღრმად არასწორი საქციელი და გაუგებარია, რას ისახავს მიზნად

"მე ზოგადად მგონია, რომ ოპოზიციის ტერორიზება არის ღრმად არასწორი საქციელი და გაუგებარია, რას ისახავს მიზნად. მე არ მესმის ასეთი კეთილი განზრახვების. თუ იმიტომ ვაკეთებთ ჩვენ ამას, რომ ოპოზიცია გამოფხიზლდება, ასეთ შეძახილებს შედეგი არ მოაქვს. მე ამას დიდი წუხილით ვამბობ. თუ ვინმე სუსტია უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის საზოგადოება, რომლის ნაწილია ოპოზიციაც. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება ასხივებს ფრუსტრაციას და გადაწყვიტა, რომ ეს პრობლემა საკუთარი თავიან მოიშოროს და იპოვოს ის, ვისაც ამას დააბრალებს. და თუ პრობლემები აქვს ოპოზიციას - ესეც საზოგადოების ბრალია",- აცხადებს გვარამია. 

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics