|
2022-09-19 11:43:51, 1569 ნახვა
რეგიონი
კასპში „იმოქმედე გარემოსთვის“ პროექტის ფარგლებში მსოფლიო დასუფთავების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა
ქალაქ კასპში „იმოქმედე გარემოსთვის“ პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია "Lets do it საქართველო"-მ ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით მსოფლიო დასუფთავების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება სააკაძის ქუჩაზე სკვერის მიმდებარედ ჩატარდა, სადაც გარემოს დაცვითი თემატიკით მოიხატა კედელი, პარალელურად კი დასუფთავების აქცია გაიმართა. „Lets do it საქართველო“-მ მონაწილეებისთვის სახალისო ვიქტორინა ჩაატარა, გამარჯვებულები კი პრიზებით დააჯილდოვა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქალაქის ოთხი საჯარო სკოლის და შპს ,,ბესიკ ნიპარიშვილი''- მრავალპროფილიანი სკოლა - გიმნაზიის მოსწავლეები, ასევე სათემო ორგანიზაცია "კომლი". ღონისძიება კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და ადგილობრივი რესურსცენტრის მხარდაჭერით და ორგანიზებით გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)