2022-09-16 22:01:09, 1599 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კრივოი როგში ჰიდროტექნიკური ნაგებობები დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა კრივოი როგზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე თქმით, ჰიდროტექნიკური ნაგებობები დაბომბეს.
"ჰიდროტექნიკური ნაგებობები სერიოზულად დაზიანდა. მაშველები და სასწრაფო დახმარების სამსახურები შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობენ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა თავიდან აიცილონ ტექნოგენური კატასტროფა". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,