2022-09-16 19:45:19, 1025 ნახვა
პოლიტიკა
FIBA-მ გოგა ბითაძის, დუდა სანაძისა და თორნიკე შენგელიას მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო
არასპორტული ქცევის გამო, 3 ქართველი კალათბურთელის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. - ამის შესახებ ინფორმაციას FIBA ავრცელებს.
მათივე თქმით, ეს ქართველი კალათბურთელები არიან გოგა ბითაძე, დუდა სანაძე და თორნიკე შენგელია.
"ევრობასკეტ 2022-ის თურქეთ-საქართველოს მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დისციპლინური სამართალწარმოება დაწყებულია სამი ქართველი კალათბურთელის : გოგა ბითაძის, დუდა სანაძის, თორნიკე შენგელიასა და ერთი თურქი კალათბურთელის ფურქან კორქმაზის მიმართ, არასპორტული ქცევის გამო". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს თურქეთის კალათბურთის ფედერაციის საჩივარი, სათამაშო დროიდან 22 წამის დაკარგვასთან დაკავშირებით, FIBA-მ არ დააკმაყოფილა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,