00:32 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-16 17:55:39, 1474 ნახვა

ომი უკრაინაში
ოლეგ კოტენკო - იზიუმში დაღუპულთა რაოდენობამ, შესაძლოა, ბუჩას ტრაგედიას გადააჭარბოს

ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ იზიუმში დაღუპულთა რაოდენობამ, შესაძლოა, გადააჭარბოს ბუჩას ტრაგედიას, - ამის შესახებ სპეციალურ ვითარებაში გაუჩინარებულ პირთა საკითხთა კომისარმა, ოლეგ კოტენკომ განაცხადა. 

როგორც უკრაინის ინტეგრაციის სამინისტროში იტყობინება , ცხედრების ექსჰუმაცია მასობრივ სამარხებზე იზიუმში კოტენკოს ხელმძღვანელობით დაღუპულთა ძებნის ოპერაციის ფარგლებში დაიწყო.

„ამჟამად სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების ექსჰუმაციაზე ვმუშაობთ. გარდაცვლილის იდენტიფიცირებისთვის ცხედრები ექსპერტებს გადაეცემათ. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ჩვენი აქ მუშაობის დასაწყისია, კიდევ რამდენი ადგილი იქნება დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ მკაცრი რეალობა იმაზე მეტყველებს, რომ იზიუმში დაღუპულთა რიცხვი შეიძლება ბევრჯერ აღემატებოდეს ბუჩას ტრაგედიას . ", - ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც გამოცემა  Reuters-ი კორესპონდენტები იტყობინებიან, მასობრივ საფლავში აღმოჩენილი ცხედრების ნაწილს ყელზე თოკი აქვს მოხვეული, ხელები კი შეკრული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მათგანი დაბომბვისა და ავიაიერიშების შედეგად არ დაღუპულა.

შეგახსენებთ, რომ იზიუმში, საიდანაც რუსული არმია გაიქცა, 440-ზე მეტი ცხედრის მასიური საფლავები აღმოაჩინეს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics