21:23 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-16 11:18:34, 795 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო.

ღონისძიება ორბელიანების სასახლეში გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაღუპული მფრინავები, მაშველები და ექიმები მედლით - "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა. 

ცერემონიალს ტრაგიკულად დაღუპული გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ. საქართველოს პრეზიდენტმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა მათ სიტყვით მიმართეს და მომხდარი ტრაგედიის გამო, კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარება გამოთქვეს. 

„ჩვენმა ქვეყანამ ექიმების, მფრინავებისა და მაშველების სახით, დაკარგა ღირსეული მოქალაქეები - ადამიანები, რომლებიც ყოველთვის  პირნათლად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას და სწორედ ამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ტრაგიკულად დაიღუპნენ. განუზომელია ეს დანაკლისი როგორც მათი ოჯახების, ისე მთელი ქვეყნისათვის.  

გუდაურის სამაშველო ოპერაციისას დაღუპულმა ექიმებმა, მაშველებმა და მფრინავებმა  ჩვენი დროის გმირობის ახალი ისტორია დაწერეს და სიცოცხლის ბოლომდე ღირსეულად ემსახურნენ ქვეყანას! ეს ადამიანები ჩვენი თანამედროვეობის გმირები არიან!“ - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. 

ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს ტრაგიკულად დაღუპული გმირების კოლეგები,  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე კუტიბაშვილი და მისი მოადგილეები ესწრებოდნენ.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახებმა, მატერიალური დახმარების სახით, 100 ათასი ლარი მიიღეს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics