21:23 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-15 18:05:17, 985 ნახვა

საზოგადოება
DIB სკოლაში მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგი დასრულდა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგი დასრულდა. ტრენინგი მიზნად ისახავდა საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საპილოტე პროგრამისთვის 16 მასწავლებლისა და სასწავლო კურსის „სამხედრო საქმე“ 18 სამხედრო მოსამსახურის გადამზადებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კურსის მონაწილეებმა სახელმძღვანელოში შემავალი ყველა თემა გაიარეს და მასწავლებელთა სახელმძღვანელოსა და სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიას გაეცნენ. 

„ტრენინგის თემები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საერთაშორისო უსაფრთხოება და ეროვნული უსაფრთხოების სისტემა, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეეები, სამოქალაქო უსაფრთხოება, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, საგანგებო სიტუაციები და მოსახლეობის უსაფრთხოება. ასევე, მასწავლებლებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, სამხედრო განათლების, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისა და ტაქტიკის საფუძვლების შესახებ. ლექციები მოიცავდა სამხედრო ტოპოგრაფიისა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხებსაც. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ”,- აღნიშNულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics