2022-09-15 15:01:30, 940 ნახვა
საზოგადოება
ლოტკინის დასახლებაში ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებენ - დაკავებულია კახა კუკავა და რამდენიმე პირი
თბილისში, ლოტკინის დასახლებაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა.
მოქალაქეები ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებენ, რომლის მიზეზი 25 ათასი დოლარია, რომელიც ოჯახმა მევახშისგან აიღო.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. შელაპარაკების დროს დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა კუკავა და პროტესტის მონაწილე რამდენიმე ადამიანი.
სიტუაცია ამ დრომდე დაძაბული რჩება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,