23:02 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-15 12:59:59, 1393 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ შპს „თეთრი ქუდი"-ს დირექტორს მის დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოს მიერ გარემოზე მავნე ზემოქმედების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ შპს „თეთრი ქუდი"-ს დირექტორს მის დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოს მიერ გარემოზე მავნე ზემოქმედების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში, შპს „თეთრი ქუდი" ნარჩენების დამუშავებას შესაბამისი ნებართვის გარეშე სათანადო პროცედურების დაუცველად ახორციელებდა, რაც ვრცელ ტერიტორიაზე და გარემოზე მავნე ზემოქმედებას იწვევდა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საწარმოს უკვე დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი გარემოზე მავნე ზემოქმედების გამო.

„შპს „თეთრი ქუდი"-ს დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 306-ე პრიმა მუხლით (გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად - ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო - 7000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics