04:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 21:03:05, 856 ნახვა

პოლიტიკა
შოლცი - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციები დასახელებულია, მისი შესრულება აუცილებელია

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია. - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისივე თქმით, 12 კრიტერიუმი დასახელებულია, ეს უკვე თვითონ ქვეყანამ უნდა გააკეთოს.

"ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ევროკავშირის საბჭომ უკვე მიიღო და ეს გახლავთ ევროპული პერსპექტივა. 12 კრიტერიუმი დასახელებულია, რომლებიც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს არის უკვე ის, რაც თვითონ ქვეყანამ უნდა გააკეთოს, უნდა მიაღწიოს ამას. თუკი ეს პირობები შესრულდება, რომლებიც აუცილებელია – დემოკრატიული, სუვერენული ქვეყნების სამართლებრივი სახელმწიფოსა და სოციალური, საბაზრო ეკონომიკების წრეში შესვლა, მაშინ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანას შეუძლია და გერმანია საქართველოს დაეხმარება ამაში. თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში გამოვედი სიტყვით. იქ პირდაპირ ვილაპარაკე ამის შესახებ და მე ამ ევროპულ ადგილას, ევროპულ ქალაქში წავიკითხე სწორედ ეს სიტყვა, რომელშიც ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი ამაზე". - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანს ეფუძნება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი ღარიბაშვილსა და ოლაფ შოლცს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics