22:25 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 11:55:28, 738 ნახვა

საზოგადოება
მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დღის ბოლოს სრულად აღდგება

მაჭავარიანის ქუჩაზე გზის მოწყობა დღის ბოლომდე დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს, ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით განხორციელებული საპრევენციო სამუშაოების შემდეგ, აღნიშნულ გზაზე გადაადგილება უსაფრთხო გახდა.

„მაჭავარიანის ქუჩაზე გუშინ ღამით დავიწყეთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გზის დაგება, მოასფალტება. ეს არის ბოლო ფენა და დღის ბოლოსთვის სამუშაოები მთლიანად დასრულებული იქნება. ახლაც მიმდინარეობს მოასფალტება. გასულ წელს, მოგეხსენებათ, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, არაერთი საპრევენციო სამუშაო განხორციელდა. ფერდის გამაგრება ე.წ. ანკერების საშუალებით მოხდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხო გახდა. პირველ ეტაპზე, ქვედა ფენებში მოვაქციეთ იქ არსებული გზა და დღეს უკვე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ბოლო ფენებში ხდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოებიდან გამომდინარე, მაჭავარიანის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

„აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეზღუდულია. გზის ნახევარი დროებით დაკეტილია და ნახევარ გზაზე შესაძლებელია გადაადგილება, თუმცა, დღის ბოლოს სამუშაოები მთლიანად დასრულდება და გადაადგილებას უპრობლემოდ შეძლებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics