22:25 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 10:47:48, 773 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გორში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn გაისხნება

„საქართველოს ბანკი“ ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკისა და „ვაკა ისტეიტის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში  119-ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. მასში განთავსებული იქნება 3 აპარტამენტი, მოსასვენებელი ოთახი, ბავშვების გასართობი სივრცე და ლაუნჯ ბარი ღია ტერასით. სასტუმრო  გააერთიანებს რესტორანს, დახურულ საცურაო აუზს და  საუნას.  ასევე, სასტუმროში განთავსდება საკონფერენციო და სადეგუსტაციო დარბაზები, ღვინის სარდაფი და ა.შ. 

„გორს, როგორც ტურისტულ ადგილს, პოპულარიზაცია სჭირდება და ვცდილობთ, ამ საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ქალაქში ძალიან ბევრი საინტერესო ლოკაციაა და ბევრი საინტერესო ტურის მოწყობაა შესაძლებელი. გორის მიმართულებით არის უფლისციხე, რომელიც ტურისტულად ერთ-ერთი აქტიური ადგილია, ამასთან გორის მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე მეტად მონახულებადი მუზეუმია საქართველოში. ამიტომ ამ ქალაქს და მიმართულებას მეტი პოპულარიზაცია სჭირდება. ვფიქრობ, პოტენციალი ნამდვილად დიდია“, - განმარტა სასტუმროს წარმომადგენელმა, დავით ბოჭორიშვილმა.

„მოხარული ვართ, რომ ბანკის ჩართულობით გორს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორს, განსაკუთრებით კი რეგიონებში. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და ტურიზმის ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა. 

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics