22:25 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 10:44:41, 720 ნახვა

საზოგადოება
მარნეულში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ადგილობრივ ქალებს სასათბურე მეურნეობების საპილოტე პროგრამა გააცნეს

სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მარნეულის მუნიპილიტეტში ადგილობრივ ქალებს სასათბურე მეურნეობების საპილოტე პროგრამა გააცნეს.

საპილოტე პროგრამა ქალებისთვის სასათბურე მეურნეობის მოწყობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამის დახმარებით,  ქალ ფერმერებს საშუალება ექნებათ, მცირე მიწის ნაკვეთზე სასათბურე მეურნეობა მოაწყონ და სოფლის მეურნეობის პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში აწარმოონ.

პროგრამით დაფინანსდება არანაკლებ 200 კვ.მ ფართის მქონე მეურნეობის მოწყობისთვის საჭირო თანხის არა უმეტეს 90% ( მაქსიმალური ოდენობა 25 000 ლარი). ფინანსურთან ერთად, პროგრამა მონაწილეების ტექნიკურ დახმარებასაც მოიაზრებს.  საპილოტე პროგრამა მარნეულისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება;   პროგრამაში რეგისტრაცია 20 სექტემბერს დაიწყება. 

მარნეულის მუნიციპალიტეტში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა,  საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ესწრებოდნენ. 

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ნატალია ხარატიშვილის განცხადებით, მარნეულისა და  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ  ქალებს პროგრამა შესაძლებლობას აძლევს, გაიუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა. 

„მოხარულები ვართ სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, რომელიც, პროგრამის ფარგლებში,  ტექნიკურ დახმარებას უწევს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას; გაეროს ქალთა ორგანიზაცია კი, ქალების მხარდაჭერას ახორციელებს. ასე რომ, ეს შესანიშნავი პარტნიორობაა”, -განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, კაორი იშიკავა.

„ამ პროგრამის დაწყებით სახელმწიფო ამბობს, რომ ქალები ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტია, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამას არ აქვს ფართო მასშტაბი და საპილოტედ რამდენიმე მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ჩვენ კონცეტრირებულად დავიწყეთ ქალების საჭიროებებზე საუბარი და მათზე მორგებული პროგრამების ჩაშვება. ის რეკომენდაციები, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭოს მხრიდან იქნა გაცემული მიწის მფლობელობასთან და თანადაფინანსებასთან დაკავშირებით, პროგრამის ფარგლებში მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული და ეს არის დასაწყისი და მხოლოდ დასაწყისი ქალებზე მორგებული სპეციალიზებული მიდგომების და პროგრამების გავრცელების“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

საპილოტე პროგრამა გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სოფლის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება. მემორანდუმი სოფლად მცხოვრები ქალების შესაძლებლობების გაზრდას, სააგენტოს პროგრამებში მათ ჩართულობას, სპეციალური ინიციატივების შემუშავებას და, შედეგად, ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics