2022-09-13 19:55:20, 1687 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვა - უკრაინელმა მებრძოლებმა ხარკოვის ოლქში ოკუპანტებისგან 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს
უკრაინელმა მებრძოლებმა ხარკოვის ოლქში ოკუპანტებისგან 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ავრცელებს.
მისივე თქმით, 6 სექტემბრიდან დღემდე ოკუპაციისგან გათავისუფლდა 3 800 კვ. კმ. ტერიტორია.
"6 სექტემბრიდან დღემდე ოკუპაციისგან გათავისუფლდა 3 800 კვ. კმ". - ნათქვამი განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,