2022-09-12 21:35:32, 1692 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცი - გერმანული ტექნიკა აღმოსავლეთის ბრძოლაში უკრაინის წინსვლას ხელს უწყობს
გერმანული ტექნიკა აღმოსავლეთის ბრძოლაში უკრაინის წინსვლას ხელს უწყობს. - ამის შესახებ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ტექნიკას შორისაა საზენიტო ტანკი და თვითმავალი ჰაუბიცები.
"ის, რაც ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ, Gepard-ის საზენიტო ტანკი, თვითმავალი ჰაუბიცები და სხვა, არის ის იარაღი, რომელიც აღმოსავლეთის ბრძოლაში უკრაინის წინსვლას ხელს უწყობს". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,