|
2022-09-12 13:26:25, 1581 ნახვა
ომი უკრაინაში
მედვედევი ზელენსკის - კიევის ახლანდელი „ულტიმატუმები“ ბავშვური მოთელვაა
ახლანდელი „ულტიმატუმები“ არის ბავშვური მოთელვა,- ამის შესახებ რუსეთისუშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მედვედევი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების სურვილს ვერ ხედავს. შესაბამისად, ამ პროცესის განახლებას გამორიცხავს. მისივე თქმით, რუსეთის შემდეგი მოთხოვნა უკრაინის სრული კაპიტულაცია იქნება. „ვიღაც ზელენსკიმ თქვა, რომ ის არ გამართავს დიალოგს მათთან, ვინც ულტიმატუმებს აყენებს. ახლანდელი "ულტიმატუმები" არის ბავშვური მოთელვა მომავლის მოთხოვნებისთვის. მან იცის ეს: კიევის რეჟიმის სრული კაპიტულაცია რუსეთის პირობები”,- წერს მედვედევი. ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები თებერვლის ბოლოს დაიწყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინა უარს ამბობს საკუთარ წინადადებებზე და აფერხებს აღნიშნულ პროცესს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი უარს არ ამბობს მოლაპარაკებებზე, მაგრამ რაც უფრო მეტხანს გააჭიანურებს კიევი პროცესს, მით უფრო რთული იქნება შეთანხმება. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)