2022-09-12 12:47:19, 940 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა
ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე ბუნებრივი აირი აფეთქდა.
მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,