02:22 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-10 15:39:21, 1742 ნახვა

ომი უკრაინაში
არესტოვიჩი - აღარ ვიცით რა ვუყოთ ტყვეებს, იმდენი დაგროვდა, ჯარები ვერ უმკლავდებიან

უკვე აღარ ვიცით რა ვუყოთ ტყვეებს. იმდენი დაგროვდა, რომ ჯარები ვერ უმკლავდებიან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, ხარკოვის ოლქში 30 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა, ეს ყველაფერი ბალაკლეაზე და შემდგომ კუპიანსკზე შეტევის შედეგია. 

„უკვე აღარ ვიცით რა ვუყოთ ტყვეებს. იმდენი დაგროვდა, რომ ჯარები ვერ უმკლავდებიან. რატომ ხდება ეს? ხარკოვის ოლქში 30 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა, ეს ყველაფერი ბალაკლეაზე და შემდგომ კუპიანსკზე შეტევის შედეგია. არის სრული კოლაფსი და კატასტროფა, რაც ცუნამივით ანგრევს რუსულ ჯარს. თუ იზიუმის დაჯგუფებას ბოლოს მოვუღებთ, ტყვეების რაოდენობა ათასობით გაიზრდება",- განაცხადა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ურაინის პრეზედენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. 

მისი თქმით, უკრაინის არმია, დაზვერვა და უსაფრთხოების სამსახური წარმატებით განაგრძობენ აქტიურ მოქმედებებს რამდენიმე ოპერატიული მიმართულებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics