07:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-09 22:45:11, 1385 ნახვა

პოლიტიკა
ჩარლზ მესამე - შევეცდები, გემსახუროთ სიყვარულით

შევეცდები, გემსახუროთ სიყვარულით. - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ მესამემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო ღრმად პირადი ვალდებულება, რომელმაც მისი მთელი ცხოვრება განსაზღვრა.

"1947 წელს, თავის 21-ე დაბადების დღეს თანამეგობრობისადმი კეიპტაუნიდან მიმართვისას მან პირობა დადო, რომ თავის ცხოვრებას, იქნებოდა ის ხანგრძლივი თუ ხანმოკლე, თავისი ხალხის მსახურებას მიუძღვნიდა. ეს იყო დაპირებაზე მეტი. ეს იყო ღრმად პირადი ვალდებულება, რომელმაც მისი მთელი ცხოვრება განსაზღვრა...  
როგოც თავად დედოფალი ასეთი ურყევი ერთგულებით, მე ასევე ვდებ პირობას, რომ იმ დარჩენილი დროის განმავლობაში, რომელიც უფალმა მიბოძა, დავიცავ საკონსტიტუციო პრინციპებს, რომლებიც ჩვენი ერის საფუძველს წარმოადგენს. სადაც უნდა ცხოვრობდეთ, გაერთიანებულ სამეფოში, თუ მსოფლიოს სხვა ადგილებში მდებარე სამეფოებსა და ტერიტორიებზე, რა წარსულიც და რწმენაც უნდა გქონდეთ, შევეცდები, გემსახუროთ ლოიალობით, პატივისცემითა და სიყვარულით, ისევე, როგორც ამას ვაკეთებდი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დედოფალი ელისაბედ II, დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდი ხნის მონარქი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics